Home » Maltaverne: Un adolescent dautrefois by François Mauriac
Maltaverne: Un adolescent dautrefois François Mauriac

Maltaverne: Un adolescent dautrefois

François Mauriac

Published January 1st 1970
ISBN : 9780413445704
Hardcover
195 pages
Enter the sum

 About the Book 

ფრანსუა მორიაკის (1885-1970) შემოქმედებაში თითქმის ყველა ნაწარმოებში მოქმედება ხდება პირველ მსოფლიო ომამდე, ანუ 1914 წლამდე. თითქოს არ აღიარებდა თანამედროვეობას და უკან, წარსულში ბრუნდებოდა. მისი თხზულებებიდან, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, ყველა ავტობიოგრაფიულ ელემენტებს შეიცავს. „გარდასულ დღეთა ყრმა“ ფრანგი მწერლის უკანასკნელი ნაწარმოებია. ის წერს ბურჟუაზიაზე, რადგან თავადაც მისი წარმომადგენელი გახლდათ და ამ ფენას, როგორც ჩანს, ყველაზე კარგად იცნობდა. წიგნი ეძღვნება ოჯახს- ძველ და ახალ თაობას შორის წინააღმდეგობას და განსაკუთრებით, როგორც თავად წერდა, „კონფლიქტს ღმერთსა და ადამიანს შორის, კონფლიქტს ქალსა და მამაკაცს შორის, კონფლიქტს საკუთარ თავთან“. მორიაკისთვის ადამიანი წინააღმდეგობრივი, იდუმალი არსებაა, რომლის საიდუმლოს მხოლოდ ღმერთი თუ ჩასწვდება, ღმერთი, რომელიც მწერლისთვის იგივე სიყვარულია. [lit.ge]